პროფესიონალური თარგმნა და ნოტარიული დამოწმება 60-ზე მეტ ენაზე
დოკუმენტაციის თარგმნა: პასპორტი, დაბადების მოწმობა, დიპლომი, ნასამართლეობის ცნობა, ფორმა 100
იურიდიული თარგმანი: ხელშეკრულებები და ოფიციალური დოკუმენტაცია
ზეპირი თარგმანი (თანმიმდევრული) : ბიზნეს შეხვედრები, მოლაპარაკებები, ოფიციალური შეხვედრები
სინქრონული თარგმანი: კონფერენციები, ფორუმები, სემინარები (სპეციალური აპარატურით)
მიიღეთ პასუხი ყველა სასურველ კითხვაზე:
რა ღირს ერთი გვერდის თარგმნა?
ფასი დამოკიდებულია ენობრივ წყვილზე, ტექსტის სირთულეზე და შესრულების სისწრაფეზე. ღირებულება გამოითვლება თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით და ასევე იმის გათვალისწინებით, საჭიროა თუ არა თარგმანის ნოტარიული დამოწმება.
რა დრო სჭირდება თარგმანის შესრულებას?
ვადა დამოკიდებულია დოკუმენტის მოცულობასა და ტექნიკურ სირთულეზე. საშუალოდ, ერთ დღეში შესაძლებელია 10–12 გვერდის თარგმნა.
შეიძლება დოკუმენტის ონლაინ გამოგზავნა?
დიახ, დოკუმენტი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ WhatsApp-ზე: 598 46 40 46.
შესაძლებელია თუ არა სკანირებული ასლიდან თარგმნა?
დიახ, თუმცა სკანი უნდა იყოს გარკვევადი და სრული: ბეჭდებითა და ხელმოწერებით, საჭიროების შემთხვევაში კი ორივე გვერდით. დაბალი ხარისხი შეცდომის რისკს ზრდის. სკანირებული ვერსიის გამოგზავნა ონლაინაც შეგიძლიათ.
რა ღირს თარგმანის ნოტარიული დამოწმება?
ნოტარიულად დამოწმების ღირებულება, რომელიც მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმებას გულისხმობს, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და დამოკიდებულია თარგმანის გვერდების რაოდენობაზე. სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.delta.org.ge/ka/services/translation-and-notarization-tbilisi
როდის არის საჭირო თარგმანის ნოტარიული დამოწმება?
როდესაც დოკუმენტი წარედგინება სახელმწიფო უწყებას, საელჩოს ან უცხოურ უნივერსიტეტს. ეს ეხება, მაგალითად, დაბადების ან ქორწინების მოწმობას, დიპლომს, ნასამართლობის შესახებ ცნობას და მინდობილობას. რადგან მოთხოვნები განსხვავდება, წინასწარ დააზუსტეთ მიმღებ ორგანიზაციასთან.
შესაძლებელია თუ არა თარგმნა ოფისში მისვლის გარეშე?
დიახ. დოკუმენტი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ონლაინ (WhatsApp: 598 46 40 46), ხოლო დასრულებულ თარგმანს გამოგიგზავნით ელექტრონული ფორმით ან ფოსტით.
რით განსხვავდება ჩვეულებრივი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი?
ნოტარიუსი ამოწმებს მთარგმნელის ხელმოწერის ავთენტურობასა და კვალიფიკაციას, თარგმანის შინაარსს კი არ ამოწმებს. ოფიციალური უწყებები ხშირად ითხოვენ სწორედ ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს. ამავე დროს, თარგმანი შეიძლება დამოწმდეს ბიუროს ბეჭდითა და მთარგმნელის ხელმოწერითაც.
რა არის აპოსტილი და როდის არის საჭირო?
აპოსტილი დოკუმენტის საერთაშორისო დამოწმების ფორმაა ჰააგის კონვენციის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველოში მას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სახლი), ხოლო განათლების დოკუმენტებზე – შესაბამისი უწყება. ჩვეულებრივ, ჯერ აპოსტილდება ორიგინალი დოკუმენტი და შემდეგ ითარგმნება. შესაძლებელია სხვა თანმიმდევრობაც: ბიურო თარგმნის დოკუმენტს, თარგმანი ნოტარიულად დამოწმდება, შემდეგ კი აპოსტილდება. თარჯიმანთა ბიურო სრულ პროცესს უზრუნველყოფს.
რა ფორმატით მივიღებ დასრულებულ თარგმანს?
ელექტრონულად (Word/PDF) და/ან ბეჭდური ვერსიით, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. თუ გჭირდებათ ორიგინალი ბეჭდური ვერსია, ეს წინასწარ უნდა შეთანხმდეს. ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი გაიცემა ბეჭდური სახით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ბიურო მას დასკანერებული ფორმითაც გამოგიგზავნით.
რა ხდება, თუ თარგმანში შეცდომა აღმოჩნდა?
თუ თარგმანში რეალური შეცდომა ან შეუსაბამობა დადასტურდა, მის გასწორებას თარჯიმანთა ბიურო საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს.
როგორ ხდება შეკვეთა და გადახდა?
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ოფისში, ელ. ფოსტით ან WhatsApp-ით. გადახდა ხორციელდება წინასწარ, ინვოისის საფუძველზე, ონლაინ ანგარიშსწორებით კომპანიის ანგარიშზე.
შეიძლება თუ არა AI-ით შესრულებული თარგმანის მოტანა და მისი გამოყენება?
ავტომატური თარგმანის წინასწარ მომზადება სტანდარტულ ღირებულებას არ ცვლის. ყველა შემთხვევაში დოკუმენტს მთარგმნელი თავიდან თარგმნის, ამიტომ საფასური იგივე რჩება და დამკვეთისთვის AI-თარგმანის მომზადება არ არის რეკომენდებული.