პროფესიონალური დოკუმენტაციის თარგმნა და ნოტარიული დამოწმება სწრაფად, მარტივად და გარანტირებული ხარისხით. შესაბამისად, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება:

დოკუმენტაციის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება
საბუთების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება სწრაფად, მარტივად და გარანტირებული ხარისხით.
- პირადი საბუთები: პასპორტი, ID ბარათი, მართვის მოწმობა, ნასამართლეობის ცნობა, ფორმა 100
- განათლების დოკუმენტები: ატესტატი, დიპლომი, ნიშნების ფურცელი და სერტიფიკატები
- სამოქალაქო აქტები: დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობები
- ნოტარიუსი & აპოსტილი: ნოტარიული დამოწმება, აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია
იურიდიული დოკუმენტაციის თარგმნა და დარგობრივი თარგმანი
რთული იურიდიული და სპეციეციფიკური ტექსტების ზუსტი თარგმნა გამოცდილი სპეციალისტების მიერ.
- იურიდიული საბუთები: ხელშეკრულებები, წესდებები, კონტრაქტები და სასამართლო მასალები
- ფინანსები და ბანკები: აუდიტორული დასკვნები, ანგარიშგებები და ბიზნეს-გეგმები
- სპეციალური სფეროები: სამედიცინო, ტექნიკური და IT დოკუმენტაციის თარგმნა
- სრული კონფიდენციალურობა: შედეგად, თქვენი ინფორმაციისა და დოკუმენტების უსაფრთხოება გარანტირებულია
ზეპირი თარგმანი
პროფესიონალური ენობრივი მხარდაჭერა თქვენი ბიზნეს შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის.
- სინქრონული თარგმანი: დიდი კონფერენციებისა და ფორუმებისთვის (სპეციალური აპარატურით)
- თანმიმდევრული თარგმნა: ბიზნეს შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სემინარებისთვის
- საქმიანი კომუნიკაცია: უცხოელ პარტნიორებთან პირისპირ მოლაპარაკებებისას
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ბიურო დოკუმენტაციის თარგმნისთვის?
დოკუმენტაციის თარგმნა და ნოტარიული დამოწმება მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობასა და სიზუსტეს. გარდა ამისა, ჩვენი კვალიფიციური მთარგმნელები უზრუნველყოფენ თქვენი საბუთების სწორ, ტერმინოლოგიურად გამართულ თარგმნას მოკლე ვადებში.
- სიზუსტე და ხარისხი: თითოეული დოკუმენტი გადის ორმაგ გადამოწმებას.
- ნოტარიული დამოწმება: ვთანამშრომლობთ ნოტარიუსებთან, რაც უზრუნველყოფს საბუთების იურიდიულ ძალას.
- სწრაფი მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში ვასრულებთ გადაუდებელ (სასწრაფო) შეკვეთებსაც.
- სრული კონფიდენციალურობა: თქვენი პერსონალური მონაცემები და დოკუმენტები სრულად დაცულია.
ხშირად დასმული კითხვები დოკუმენტაციის თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებაზე
რა დრო სჭირდება დოკუმენტაციის თარგმნას და დამოწმებას?
სტანდარტული 1 გვერდიანი დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ჩვეულებრივ 1-2 სამუშაო დღეში სრულდება. თუმცა, სასწრაფო შეკვეთების მომზადება შესაძლებელია იმავე დღესაც.
როგორ ხდება ნოტარიული დამოწმება?
ნოტარიუსი ადასტურებს მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობას. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესის სრულ ორგანიზებას, ასე რომ თქვენ არ გიწევთ რიგებში დგომა.
საჭიროა თუ არა დოკუმენტის დედანი (ორიგინალი)?
უმეტეს შემთხვევაში ნოტარიული დამოწმებისთვის დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლია საჭირო. ამასთანავე პირველადი გადამოწმებისა და თარგმნის პროცესის დასაწყებად შეგიძლიათ დოკუმენტის ხარისხიანი ფოტო ან სკანი გამოგვიგზავნოთ.
გარანტირებული სიზუსტე და სწრაფი მომსახურება.
შეკვეთის გასაფორმებლად დაგვიკავშირდით